weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჯეიმი ფოქსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

15:35 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ოსკაროსანი მსახიობი ჯეიმი ფოქსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ანონიმური ბრალმდებელის თქმით, შემთხვევა 16 წლის წინ მოხდა.

დაზარალებულის თქმით, ინციდენტს ადგილი ლას-ვეგასში გამართულ წვეულებაზე ჰქონდა, რომელიც 2002 წელს ჯეიმი ფოქსმა საკუთარ სახლში მოაწყო. ორალურ სექსზე უარის მიღების შემდეგ, ფოქსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მისი სახლიდან წასვლა მოითხოვა. როგორც თავად ქალბატონი ამბობს, მას პოლიციისთვის არ მიუმართავს, სიმართლის თქმა კი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მოძრაობა Me Too-ს შექმნის შემდეგ გადაწყვიტა.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი უკვე გააკეთა ბრალდებული ვარსკვლავის ადვოკატმა, რომელმაც ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. მისი თქმით, ეს ისტორია სიცრუე და გამონაგონია და მისი დაცვის ქვეშ მყოფი სულ მალე აღნიშნულ ქალბატონს ცრუ ბრალდებისთვის უჩივლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]