weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჯეფ გოლდბლუმს ვარსკვლავი გაუხსნეს

10:55 შაბათი, 16 ივნისი 2018

ამერიკელ-ებრაელ მსახიობ ჯეფ გოლდბლუმს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 65 წლის მსახიობი ჰოლივუდის ბულვარში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მეუღლესა და ოჯახთან ერთად მივიდა.

ჯეფ გოლდბლუმი კინოინდუსტრიაში 40 წელია მოღვაწეობს. დასამახსოვრებელი როლები კი 1980-90-იანი წლების ფილმებში შექმნა.

მსახიობს პოპულარობა მოუტანა რეჟისორ დევიდ კრონენბერგის 1986 წელს გამოსულმა საკულტო სამეცნიერო-ფანტასტიკურმა საშინელებათა ფილმმა „ბუზი“ (The Fly). მეორეხარისხოვანი, თუმცა დასამახსოვრებელი სახეები კი შექმნა ფილმებში: Jurassic Park (1993) Independence Day (1996), The Grand Budapest Hotel (2014), Thor: Ragnarok (2017) და სხვ.

ჯეფ გოლდბლუმი ოსკარზე წარადგინეს 1996 წელს გამოსული მოკლემეტრაჟიანი ფილმით - Litte Surpirses, რომელიც მისი ერთადერთი სარეჟისორო ნამუშევარია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]