weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პირს ბროსნანს მორიგ ჯეიმს ბონდად ტომ ჰარდის ხილვა სურს

11:36 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

მიუხედავად იმისა, რომ დენიელ კრეიგი კიდევ ერთხელ დათანხმდა აგენტი 007-ის როლის შესრულებაზე ახალ კინოსერიაში, ბონდიანის მოყვარულები უკვე ფიქრობენ იმაზე, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს მომავალში. ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი კი ტომ ჰარდია.

ტომ ჰარდის კანდიდატურას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის - თვით პირს ბროსნანიც. ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, ყოფილმა ჯეიმს ბონდმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალში აგენტი 007-ის როლზე სწორედ ტომ ჰარდის ხილვა სურს.

შეგახსენებთ, რომ თავად პირას ბროსნანი რიგით მეხუთე ჯეიმს ბონდი იყო და ცნობილი ბრიტანელი სუპერაგენტის როლი მან ოთხ ფილმში შეასრულა: GoldenEye (1995), Tomorrow Never Dies (1997), The World Is Not Enough (1999), Die Another Day (2002).

აქვე გეტყვით, რომ დენიელ კრეიგის შესრულებით ბონდიანის რიგით მე-5 ფილმს ოსკაროსანი დენი ბოილი გადაიღებს და იგი კინოეკრანებზე 2019 წლის ნოემბერში გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]