weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

Time-მა ყველაზე გავლენიანი ინტერნეტვარსკვლავი გამოავლინა

16:59 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა Time, მოდელი და სატელევიზიო რეალითი შოუს ვარსკვლავი კაილი ჯენერი ინტერნეტის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. პოპულარული ყოველკვირეული გამოცემის აზრით, სწორედ შვილის დაბადებამ და სოციალური ქსელებისგან დროებითმა პაუზამ გამოიწვია ის, რომ კაილი ჯენერი აღნიშნულ რეიტინგს ლიდერობს.

ფოტო, რომელიც კაილი ჯენერმა გაავრცელა, „ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული სურათი გახდა. მან ყველაზე მეტი „მოწონება“ დაიმსახურა და 2017 წლის ლიდერი ბიონსე მეორე ადგილზე გადაიყვანა.

სხვათა შორის, Time-ის აღნიშნულ რეიტინგში ვერ მოხვდა კაილი ჯენერის ნახევარდა, არანაკლებ პოპულარული კიმ კარდაშიანი.

სხვათა შორის, როდესაც კაილი ჯენერმა განაცხადა, რომ Snapchat-ით სარგებლობას აღარ აპირებდა, მისი ნათქვამის შემდეგ კომპანიამ 1.3 მილიარდი დოლარით იზარალა. ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ კაილი ჯენერია ამჟამად „ინსტაგრამის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომხმარებელი – მისი ერთი სარეკლამო პოსტი დაახლოებით მილიონი დოლარი ღირს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]