weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რუმინელი ბოშები Dior-ს პლაგიატში ადანაშაულებენ

12:35 შაბათი, 07 ივლისი 2018

ხელოვანებისა და ცნობილი ბრენდებისთვის პლაგიარიზმი არახალია, თუმცა ფრანგულ მოდის სახლ Dior-ს გასული წლის შემოდგომის კოლექციის გამო უცნაურ პლაგიატში დასდეს ბრალი.

საქმე ისაა, რომ რუმინეთის რეგიონ ბიჰორში მცხოვრებმა ბოშებმა „დიორის“ მიერ შეკერილ სამოსში თავიანთი ტრადიციული ქურთუკის დიზაინის ელემენტები შენიშნეს. ფრანგული ბრენდი ხსენებული კოლექციიდან ერთ ეგზემპლარს 30 000 ევროდ ყიდის, ბოშები კი, რომლებსაც იგივე სამოსი აქვთ, არსად უხსენებიათ, როგორც წყარო ანდა შთაგონება.

ბოლო წლებში ბიჰორის ბოშების ტრადიციული ხელით შეკერილი სამოსის წარმოება ადგილობრივმა ბრენდმა წამოიწყო და პოპულარულიც გახადა, რამაც როგორც ჩანს „დიორის“ ყურადღება მიიპყრო. შედარებისთვის გთავაზობთ „დიორის“ შეკერილ პროდუქციასა და რუმინელი ბოშების ტრადიციულ სამოსს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]