ივლისი 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

„ასტონ მარტინმა“ თავისი უმძლავრესი მოდელი წარადგინა

14:22 - 07 ივლისი 2018 hits 113

„ასტონ მარტინის“ ახალი მოდელი DBS Superleggera ალუმინის არქიტექტურის ბაზაზე ააწყვეს, რომელსაც კარბონის მარცვლები უხვად დაამატეს. შედეგად ავტომობილის წონამ სულ 1700 კგ შეადგინა. სპორტულ კუპეს 5.2 ლიტრიანი ბიტურბო, 715 ცხენისძალიანი V12 ძრავი აქვს.

ახალმა მოდელმა აგრესიული დიზაინი, რადიატორის აზრიანი ფარი, 21 დუიმიანი დისკები და კარბონ-კერამიკული მუხრუჭები მიიღო. სხვათა შორის, როგორც მწარმოებელი ამტკიცებს, აეროდინამიკური დეტალების ერთიანობას, მაქსიმალურ სიჩქარეზე 180 კგ ზემწოლი ძალის შექმნა შეუძლია.

DBS Superleggera-ს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 3.4 წამში აჩქარება შეუძლია. მაქსიმალური სისწრაფე 339 კმ/სთ-მდეა შეზღუდული.

ახალი მოდელის პირველი ავტომობილების გაცემა 2018 წლის მესამე კვარტალში დაიწყება. დიდ ბრიტანეთში სპორტკუპე 225 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]