weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოს ჰუმანოიდი რობოტი სოფია ესტუმრება

14:58 შაბათი, 07 ივლისი 2018

მთელ მსოფლიოში ცნობილი რობოტი სახელად სოფია გაეროს ეგიდით საქართველოში ჩამოდის, როგორც კეთილი ნების ელჩი. მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სიტყვით გამოვა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

სოფია მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქეა, რომელიც კომპანიამ Hanson Robotics შექმნა. ის საზოგადოებას პირველად 2016 წელს წარუდგინეს. 

ღონისძიების დღის წესრიგის მიხედვით, სოფია საქართველოში მონაწილეობას მიიღებს 18 ივლისს დაგეგმილ დისკუსიაში თემაზე „საჯარო სამსახურის ინოვაციები“.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივა 75 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]