weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჯიმ ჯარმუში ზომბი-ფილმს იღებს

11:37 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

თანამედროვე ამერიკული საავტორო კინოს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, საკულტო სცენარისტი და რეჟისორი ჯიმ ჯარმუში კომედიურ ზომბი-ფილმს იღებს სათაურად „მკვდრები არ კვდებიან“ (The Dead Don’t Die), სადაც მთავარ როლებს ადამ დრაივერი, ბილ მიურეი, დენიელ კრეიგი, ტილდა სუინტონი, სელენა გომესი და სტივ ბუშემი ასრულებენ.

ბილ მიურეის თქმით, ზომბების შესახებ ჯარმუშის ფილმის სცენარი სახალისოა, გადაღებები მიმდინარე ზაფხულში უკვე დაიწყო.

სიუჟეტის შესახებ დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბილ მიურეისა და ადამ დრაივერის კინოგმირები პოლიციელები არიან, რადგან ფოტოები გადასაღები მოედნიდან უკვე ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ჯიმ ჯარმუშმა საშინელებათა ჟანრში ძალები უკვე მოსინჯა და საკმაოდ წარმატებითაც - 2013 წელს გამოსული ვამპირული დრამა „მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან“ (Only Lovers Left Alive) მაყურებელმა და კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]