weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბრედ პიტის აზრით ანჯელინა ჯოლის ფსიქიური პრობლემები აქვს

14:15 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ყოფილ ვარსკვლავურ წყვილს შორის უთანხმოება არ წყდება. შვილების მეურვეობის თაობაზე დავის პარალელურად ვრცელდება სიახლეები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჭორს, ხშირად კი სინამდვილეს შეესაბამება.

მცირე ხნის წინ, უცხოურმა გამოცემებმა ანჯელინა ჯოლის საიდუმლო დღიურის შესახებ დაწერეს, რომელშიც თითქოს ის ყოფილი მეუღლის საწინააღმდეგო კომპრომატებს აგროვებს. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ბრედ პიტმა ყოფილ მეუღლეს „არანორმალური“ უწოდა. სწორედ ზემოთხსენებული დღიური აღმოჩნდა ბრედის მხრიდან ასეთი გამოთქმის საბაბი. მისი აზრით, ანჯელინას ფსიქიკასთან აქვს პრობლემები და რეალურად არანაირი დღიური არ არსებობს.

თუკი დადასტურდება, რომ ჯოლი მართლაც აშანტაჟებს მეუღლეს, შესაძლოა, მან მთლიანად დაკარგოს შვილებზე მეურვეობის უფლება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სასამართლომ განაჩენი ბრედის სასარგებლოდ გამოიტანა და მას შვილების ნახვის დრო გაუზარდა, ხოლო მობილურით დაკონტაქტების უფლება, ნებისმიერ დროსა და განუსაზღვრელი ვადით მისცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]