weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შეუძლიათ თუ არა ფრინველებს მიწისძვრის პროგნოზირება

17:32 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

ზუსტად არავინ იცის რატომ, მაგრამ ცხოველები სტიქიური უბედურებების წინ არატიპურად იქცევიან. მეცნიერები იმედებს ამყარებენ ახალ სისტემაზე, რომელიც მიწისძვრის შემთხვევაში ადამიანებს წინასწარ გააფრთხილებს - ეს მომცრო ზურგჩანთიანი ფრინველები გახლავთ.

გერმანიის მაქს პლანკის ორნითოლოგიის ინსტიტუტის ეკოლოგისა და National Geographic-ის მკვლევარ მარტინ ვიკელსკის თქმით, ფრინველთა გუნდებმა შეიძლება გეზს გადაუხვიონ ან უცნაურ დროს გააქტიურდნენ.

ვიკელსკი სატელიტური დაკვირვების პროექტს ხელმძღვანელობს. პროექტი მსუბუქ ელექტრონულ სანიშნეებს იყენებს, რომლებსაც ათიათასობით ფრინველზე, ღამურასა და სხვა ცხოველებზე ამაგრებენ, რათა მათ ქცევაში მოახლოებულ სტიქიაზე მიმანიშნებელი გადახრები აღმოაჩინონ.

მოხალისეთა გლობალურმა ქსელმა უკვე დაიწყო ამ ხელსაწყოებით ცხოველების დანიშვნა, რომლებით თავიანთი მოძრაობის მონაცემებსაც აწვდის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს.

მარტინ ვიკელსკი იმედოვნებს, რომ შედეგად სტიქიური უბედურებების წინასწარმეტყველთა ქსელს მიიღებს.

 

მსგავსი სტატია:

გრძნობენ თუ არა ძაღლები მიწისძვრას წინასწარ

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]