weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ეიფელის კოშკზე დროებითი ე.წ. ზიპლაინი გაიხსნა

10:45 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

საფრანგეთის დედაქალაქში მდებარე ღირშესანიშნაობა პლანეტის ყველაზე მეტი ვიზიტორის მასპინძელი მონუმენტია - ეიფელის კოშკი ყოველწიურად 7 მილიონ ვიზიტორს იღებს, მიუხედავად ამისა პარიზული ღირშესანიშნაობა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო პოპულარული გახდება - ეიფელის კოშზე ფუნქციონირება ე.წ. ზიპლაინმა დაიწყო, რომელიც კოშკიდან მარსის ველის გავლით სამხედრო სკოლის სასახლემდეა გაჭიმული.

ატრაქციონის იდეის ავტორი და განმხორციელებელი ფრანგული მინერალური წყლების კომპანია „პერიეა“. ზიპლაინს „ლე პერიე სმეში“ ეწოდა, იგი საფრანგეთის ღია საჩოგბურთო პირველობის პერიოდისთვის აიგო და შესაბამისად, 11 ივნისამდე იფუნქციონირებს. მისი სიმაღლე 115 მეტრია, სისწრაფე 90 კმ/სთ გახლავთ, ხსენებული მარშრუტის გავლას კი ერთ წუთამდე სჭირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]