weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

რუსეთში 42 000 წლის წინანდელი გაყინული ჭიაყელები გაცოცხლდნენ

14:20 პარასკევი, 27 ივლისი 2018

ციმბირში რუს მეცნიერთა მიერ ნაპოვნი პლეისტოცენის ეპოქის დროინდელი გაყინული ნემატოდები ანუ მრგვალი ჭიები გაცოცხლდნენ და ჭამა განაგრძეს.

მკვლევარებმა 300-ზე მეტი ასეთი ჭიაყელა იპოვეს, რომლიდანაც ორი მოსკოვში მდებარე სამეცნიერო ინსტიტუტში პეტრის ჭურჭელზე დაკვირვების დროს გამოძრავდა და გაცოცხლდა. ერთი მათგანი, რომელიც 32 000 წლისაა, დუვანი იარში გაყინული იპოვეს, მეორე 41 700 წლის ასაკის კი - მდინარე ალაზეიას ყინულებში.

რუსი მეცნიერების თქმით, ისინი მუშაობდნენ არქტიკიდან მიღებულ პირველი მონაცემებზე, რომლებიც აჩვენებდნენ მრავალუჯრედიანი ორგანიზმების შესაძლებლობებს ხანგრძლივ კრიობიოზში.

მკვლევართა ვარაუდით, აღმოჩენილი ნემატოდების ეს უნარი სამომავლოდ შესაძლოა სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობის გახდეს მეცნიერების ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა - კრიომედიცინა, კრიობიოლოგია და ასტროფიზიოლოგია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]