weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პიცის შესახებ დაწერილი ესეს გამო გოგონა იელის უნივერსიტეტში მიიღეს

11:41 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის გარეუბანში მცხოვრები გოგონა კაროლინა უილიამსი წლის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ამერიკელი სტუდენტი გახდა - კომპანია Papa John’s-ის პიცის შესახებ დაწერილი ესეს წყალობით, იგი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში, იელის უნივერსიტეტში მიიღეს და ერთი წლის განმავლობაში უფასო პიცით კვებით დაასაჩუქრეს.

„როდესაც პიცის მომტანი კართან ზარს რეკავს, მყისიერად ვიქცევი ხოლმე პავლოვის ერთ-ერთ ძაღლად და ნერწყვი მომდის იმ ხმაზე, რომელიც ყველიანი მრგვალი დიდებულების მოსვლას მოასწავებს. ამას დღესასწაულის სურნელი აქვს, მიყვარს ამ ბედნიერი შემთხვევით სიხარული, რადგან „პაპა ჯონსის“ პიცა ჩემი საყვარელი საკვებია.“ - ეწერა კოლეჯელი თინეიჯერი გოგონას ესეში, რასაც იელის უნივერსიტეტის მიმღებმა ოფიცერმა პასუხი სახალისო წერილით გასცა: „როგორც პიცის რიგითმა მოყვარულმა, ძალიან ბევრი ვიცინე, შემდეგ კი პიცა შევუკვეთე, მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ იელის უნივერსიტეტში სწავლა“.

უფასო კრეატიულ რეკლამაზე პასუხი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პიცის მომსახურების ქსელ „პაპა ჯონსსაც“ არ გამორჩენია და კაროლინა უილიამსი თავად კომპანიის დამაარსებელმა ჯონ შნატერმა, იგივე პაპა ჯონმა, ერთწლიანი უფასო პიცით კვების გარდა, ერთდღიანი წვეულებითა და სხვადასხვა საჩუქრებითაც დააჯილდოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]