weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პარიზში „ლექსუსი“ ახალ საკოლექციო კუპეს წარადგენს

12:20 ორშაბათი, 06 აგვისტო 2018

ბოლო 15 თვის მანძილზე აშშ-ში 3666, ხოლო ევროპაში 1020 კუპე Lexus LC გაიყიდა. პარიზის ავტოსალონზე კი იაპონელები იშვიათ ვერსიას, Yellow Edition გამოიყვანენ. ავტომობილს, რომლის ტირაჟი ჯერ-ჯერობით უცნობია, მხოლოდ ევროპაში გაყიდიან.

Lexus LC Yellow Edition-ის შეკვეთა შესაძლებელია, როგორც 477 ცხენისძალიანი V8 5.0 ძრავით და ათსაფეხურიანი „ავტომატით“ (ვერსია LC500), ასევე -  359 ცხენისძალიანი ბენზინელექტრონული ძალოვანი დანადგარითა და ტრანსმისიით, რომელიც ვარიატორსა და ოთხდიაპაზონიანი „ავტომატისგან“ (LC500h) შედგება.

სპეცსერიის მანქანა, რომლის ფასიც უცნობია, უნიკალურ ყვითელ ფერშია (Vibrant Flare Yellow) შესრულებული და ბორბლების 21-დუიმიანი ჭედური დისკებითაა შემოსილი. სპორტული წინა სავარძლები გამათბობლით, გამაგრილებლითა და ათი მიმართულებით ელექტრორეგულირების სისტემითაა აღჭურვილი. აუდიოსისტემა (Mark Levinson) 13-დინამიკიანი 915-ვატიანი დანადგარია.

ყვითელი ფერი სალონშიცაა, სადაც გამორჩეულია კარებზე არსებული ხელოვნური ხავერდის ჩანართები, კონტრასტული მონაქარგი სავარძლებზე, საჭეზე, წინა პანელსა და ცენტრალურ დასაყრდენზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]