weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურები დააჯილდოვეს

16:39 კვირა, 25 ივნისი 2017
ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურები დააჯილდოვეს ფოტო © "ბათუმელები"

25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის პორტში ქართველ მეზღვაურებს საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის, მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადაეცათ.

ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ჯილდო გადაეცათ იმ გემის ეკიპაჟის წევრებს, რომლებმაც 2017 წლის 17 აპრილს, იტალიაში, კუნძულ ლამპედუსადან 80 მილის მოშორებით, 200 მიგრანტი გადაარჩინეს.

საზღვაო-საგანმანათლებლო საქმეში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს საზღვაო აკადემიის ემირიტუსი პროფესორები. ერთწლიანი სტიპენდია გადასცეს საზღვაო აკადემიის ორ სტუდენტს.

მეზღვაურებს პროფესიული დღე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიულოცეს. 

„დღეს საქართველოს 10 000-მდე მეზღვაური ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშებით ცურავენ და ასობით გემზე შრომობენ თავისი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მსუბუქი და მარტივი შრომა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ თვეობით იყვნენ თავიანთი ოჯახების გარეშე. გვესმის, რომ დაუფასებელია ამ ადამიანების წვლილი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდეს დასავლეთ ევროპის საუკეთესო მაგალითებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 9 500 მეზღვაურია.

25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დიპლომატიურმა კონფერენციამ 2010 წელს გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]