აგვისტო 19, 2017
weather cur airplane horoscope tv

ლეჩხუმის სოფელ ოყურეშში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

10:57 - 05 ივლისი 2017 hits 180

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. სკოლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში განახორციელა.

სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში სრულად მოხდა 1490 კვ მეტრი ფართის რეაბილიტაცია, რაზედაც 335,299.48 დოლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია Ltd MC Group (MCG) განახორციელა.

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლაში დღეისათვის 44 მოსწავლე სწავლობს, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ სკოლას შეუძლია მოსწავლეთა რაოდენობა გაასამმაგოს. 

კომპაქტის თანადაფინანსების სახით, სკოლის გარეთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ეზოს მოწყობას  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განახორციელებს. 

2017 წლის აგვისტოში სკოლა ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება. ფონდის დაფინანსებით, ასევე მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. 

Reginfo

„რეგინფო“ ახალი ამბების დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც შეიქმნა კახეთის საინფორმაციო ცენტრის (ick.ge) ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com