weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მაშველებმა ორი ადამიანი ადიდებული მდინარიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს

16:28 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017
მაშველებმა ორი ადამიანი ადიდებული მდინარიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს ფოტო © შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მაშველებმა ვერტმფრენის დახმარებით ორი ადგილობრივი გადაარჩინეს, რომლებიც ადიდებულ მდინარე ხობისწყალში ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე იყვნენ დარჩენილები და წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებით, მოქალაქეები მდინარე ხობისწყლის ნაპირას შეშას აგროვებდნენ, რა დროსაც მდინარე უეცრად ადიდდა. ადიდებული წყლის გადმოლახვა მოქალაქეებმა ვერ შეძლეს და სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ. ადგილზე მისულმა მაშველებმა წყლის დინების გაძლიერების გამო მდინარეში შესვლა და მოქალაქეების გამოყვანა ვერ მოახერხეს. მათ დასახმარებლად ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.

„რთული რელიეფური პირობებისა და ჩქარი დინების გამო, საჭირო გახდა სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტის, პოლიციის მაიორის, ბესიკ გაბიანის ხელმძღვანელობით, ვერტმფრენის ეკიპაჟმა ურთულესი სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]