weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

2018 წელს მარტვილში იუსტიციის სახლი გაიხსნება

16:21 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლის მშენებლობა იწყება. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მშენებლობა 2018 წელს დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები საჯარო და კერძო სექტორის 400–ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში მიიღებენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ იუსტიციის სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის  განვითარებას. სამეგრელოს მოსახლეობის ამ ნაწილს აღარ მოუწევს ზუგდიდში სიარული იმისთვის, რომ სახელმწიფო სერვისები კომფორტულ პირობებში მიიღოს. მარტვილში იქნება ისეთივე გამართული ინფრასტრუქტურა, როგორიც საქართველოს დიდ ქალაქებშია“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იუტიციის სახლის მშენებლობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას ინიციატივა იყო.

მარტვილის იუსტიციის სახლი მე-20 იუსტიციის სახლი იქნება. დღეისათვის იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია თბილისში, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, მარნეულის, მესტიის, ახალციხის, ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის და ონის მუნიციპალიტეტებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]