weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს

13:17 ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017

აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში რუსი ტურისტების ორ ოჯახს თავს დაესხნენ და გაძარცვეს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდამსხმელებმა დანით დაჭრეს რუსეთის ერთი მოქალაქე, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

„11 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით შეიარაღებული ორი ნიღნიანი თავს დაესხა მოსკოვიდან აფხაზეთში დასასვენებლად ჩამოსულ ჯგფუს. მათ ერთ-ერთ ტურისტს გულმკერდის არეში ორი გამჭოლი ჭრილობა მიაყენეს. ჭრილობების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. მათ გარდაცვლილის მეუღლე და შვილები გაიტაცეს, რომლებიც პოლიციამ გაათავისუფლა“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

ამ დროისთვის დამნაშავეთა ძებნა გრძელდება. თავდამსხმელების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ჯილდოდ 1 მილიონი რუბლი დააწესა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]