weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულ მგზავრს კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა

17:30 კვირა, 16 ივლისი 2017

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ მგზავრს ქვედა კიდურის გადაუდებელი ამპუტაცია დასჭირდა. ამის შესახებ „აჭარის ტელევიზიას“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უთხრა, რომელმაც ტრაპიზონის საავადმყოფოში დაშავებულები მოინახულა.

„გავეცანით დაშავებულების მდგომარეობას. ანსამბლის ხელმძღვანელს თავისა და გულმკერდის არეში ტრავმა აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. კიდურის გადაუდებელი ამპუტაცია ჩაუტარდა თანმხლებ პირს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 20-მდე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი საქართველოში დღეს დაბრუნდებიან“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

თურქეთში, ქალაქ გირესუნთან დღეს ავტობუსი გადაბრუნდა, რომლითაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდნენ. შემთხვევის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვამ გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]