weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თერჯოლაში 2 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

12:31 ოთხშაბათი, 19 ივლისი 2017

თერჯოლის საავადმყოფოში ორი წლის გოგონას გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ორი დღის წინ ბავშვი საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ის თერჯოლის სამედიცინო ცენტრში საოპერაციოდ გუშინ, 22:00 საათზე შეიყვანეს, თუმცა ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.

გარდაცვლილის დეიდა ამბობს, რომ „თერჯოლა მედიში“ პაციენტს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.

„ვიღაც პრაქტიკოსი მოუყვანიათ, ვინც ნარკოზი გაუკეთა, ზედმეტი დოზით. დაგვღუპეს. ყველა დაიმალნენ. კარი ჩაგვიკეტეს. სახლი გაამზადეთ და ბავშვს მიხედეთო. იმდენი პოლიცია იყო, თურმე ბავშვი მომკვდარა“, - ამბობს ეკატერინე ბააკაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

„თერჯოლა მედში“ გარდაცვლილი პაციენტის საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოც შეისწავლის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]