weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ისლანდიაში სავარაუდოდ ჩანჩქერში ჩავარდნილ ნიკა ბეგაძეს უშედეგოდ ეძებენ

20:46 შაბათი, 22 ივლისი 2017

ისლანდიაში 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქის ავტომობილი და ნივთები 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ ჩანჩქერში ჩავარდნის შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ალბათობა არ არსებობს.

პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. თუმცა ძალადბობა ნაკლებად სავარაუდოა და საქმეს იძებენ როგორც უბედურ შემთხვევას.

საქართველოს მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც იყო ჩართული. იქიდან გამომდინარე, რომ კანიონი ღრმაა, წყალი კი ყინულოვანი ზოგიერთი ადგილის დათვალიერება შეუძლებელია.

პოლიცია ნიკა ბეგაძის გაუჩინარებმდე ცოტა ხნით ადრე სათვალთვალო კამერით გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მოსახლეობას სთხოვს, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია დაკარგულის შესახებ, ქალაქის სამართალდამცავებს დაუყოვნებლივ შეატყობინონ.

ისლანდიაში საქართველოს კონსული ქეთა მარკოზია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ხვალაც გაგრძელდება.

ნიკა ბეგაძე ქალაქ რეიკიანესბერში ცხოვრობდა და ისლანდიის მთავრობისგან თავშესაფრის მიღებას ელოდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]