weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ოკუპირებული ცხინვალიდან გატაცებული მამაკაცი გათავისუფლებულია

11:15 კვირა, 23 ივლისი 2017

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული ალექსანდრე ცხოვრებოვი გათავისუფლებულია. ადგილობრივი მედია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულია ერთ-ერთი გამტაცებელიც.

მათი ინფორმაციით, გრძელდება საგამოძიებო სამუშაოები მეორე გამტაცებლის დასაკავებლად.

ალექსანდრე ცხოვრებოვი საკუთარი აგარაკიდან უცნობმა პირებმა გუშინ გაიტაცეს. გამტაცებლები ცხოვრებოვის შვილს, რომელსაც ოკუპირებულ ცხინვალში ბიზნესი აქვს, გამოსასყიდის სახით ორ მილიონ რუბლს სთხოვდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, რეამდენიმე თვის წინ ალექსანდრე ცხოვრებოვის ოჯახი დააყაჩაღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]