weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

11:44 სამშაბათი, 25 ივლისი 2017

თბილისში, დიდ დიღომში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან 27 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. უცნობია, თუ რა გახდა მშენებლობიდან მუშის გარდმოვარდნის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

30 მაისს მუშა დაიღუპა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზეც, სადაც ის მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. 

9 მაისს, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გამოძიება დაიწყო 121 შემთხვევაში აქედან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა 21 შემთხვევაში. 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და გარდაიცვალა 123 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]