weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სასამართლომ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

20:11 პარასკევი, 28 ივლისი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მასთან ერთად გათავისუფლდა "ბავშვთა სამყაროს" შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მალხაზ თევზაძე, რომელსაც სასამართლომ 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორი აცხადებდა, რომ არსებობს მათი მიმალვის და მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მალხაზ თევზაძე გუშინ დააკავეს. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

"ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე არ არის დადგენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]