დეკემბერი 13, 2017
weather cur airplane horoscope tv

ძაღლის სასტიკად ცემაში ბრალდებულისთვის 3000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვენ

16:58 - 01 აგვისტო 2017 hits 571

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით, მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 31 ივლისს, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ტ.-მ ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად სცემა დაბმულ ძაღლს. მიყენებული დაზიანებების შედეგად ცხოველი მოკვდა.

პროკურატურამ დ.ტ.-სთვის საქმეზე სასამართლოს უკვე მიმართა და აღკვეთი ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება მოითხოვა.  

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი