აგვისტო 19, 2017
weather cur airplane horoscope tv

ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

14:32 - 06 აგვისტო 2017 hits 167

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგაზე, სანადირო თოფიდან გასროლით 30 წლამდე კაცი მოკლეს. შემთხვევა 5 აგვისტოს, ღამით მოხდა.  

"აჭარის ტელევიზიასთან" საუბარში მოკლულის მამა, გივი ზოიძე ამბობს, რომ მისი შვილი თავდამსხმელს იცნობდა და მასთან შესახვედრად წავიდა. მასთან ერთად მათი ნათესავიც იყო. შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გივი ზოიძის თქმით, ნათესავმა გაქცევა მოასწრო, მის შვილს კი ტყვია ზურგში მოხვდა. ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com