ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

სოფელ უშგულთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა

18:55 - 06 აგვისტო 2017 hits 652

სვანეთში, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა. როგორც "რეგინფოს" მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მისივე ინფორმაციით, ავტომობილს, რომელიც დაახლოებით 70 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა, სოფელ კალას მკვიდრი მართავდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები იმყოფებიან, თუმცა ხევიდან ავტომობილის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სოფელ უშგულში გამგებლის წარმომადგენლის ბესო ჩარქსელიანის თქმით, მაშველებმა მძღოლის ცხედარი ავტომობილში ვერ ნახეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com