weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლაგოდეხში პარკურის ჩემპიონატი ჩატარდება

13:58 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017

26-27 აგვისტოს ლაგოდეხში პარკურში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატში მთელი ქვეყნიდან 30-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც გამოცდილი ტრეისერები შეაფასებენ. ღონისძიების ჩატარების იდეა ადგილობრივ ახალგაზრდებს ეკუთვნით.

ჩემპიონატის ერთ-ერთი ორგანიზატორის და ტრეისერის, ვაჟა ბერეჩიკიძის თქმით, ლაგოდეხიდან შეჯიბრზე გამოსასვლელად 7-8 ტრეისერი ემზადება. მათი მიზანი რეგიონში პარკურის პოპულარიზაცია, მისი განვითარების ხელშეწყობა და ჩემპიონატის ჩატარების ტრადიციის შექმნაა.

ლაგოდეხში პარკურის ჩემპიონატი ადგილობრივი თვითმმართველობის და პარკურის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. ჩემპიონატი ერთი თვის წინ, თბილისის ზღვაზე დაღუპული 16 წლის ცოტნე ცქიტიშვილის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც პარკურის მიმდევარი იყო.

პარკურის განვითარება საფრანგეთში, 1980-იანი წლებიდან დაიწყო. მას ქალაქში დაბრკოლებების გადალახვის და ეფექტურად გადაადგილების ხელოვნებას უწოდებენ. ამ დისციპლინის მიმდევრებს ტრეისერები ჰქვიათ. ტრეისერები ყველა დამხმარე საშუალების გამოყენების გარეშე ცდილობენ დაძლიონ ქალაქში ღობეებით, კედლებით, სახურავებით, ხეებითა და სხვა საგნებით შექმნილი დაბრკოლებები. საქართველოში პარკურის მიმდევრები დაახლოებით ათი წლის წინ გამოჩნდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]