weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ასპინძაში მდინარე მტკვარში 12 წლის ბავშვი დაიხრჩო

11:01 სამშაბათი, 08 აგვისტო 2017

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში 12 წლის ბავშვი მდინარე მტკვარში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. მყვინთავებმა ბავშვის ცხედარი დღეს გამთენიისას იპოვეს.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, გარდაცვლილს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში საკუთარი ძალებით ეძებდნენ. თუმცა, წყლის სიღრმის გამო, მყვინთავების ჩართვა გახდა საჭირო. მყვინთავები თბილისიდან ასპინძაში გამთენიისას გამოჩდნენ.

დაღუპული ბავშვი წარმოშობით ნიჯგორიდანაა, თუმცა თბილისში ცხოვრობდა. იგი სოფელში, ბებიასთან დასასვენებლად იყო ჩამოსული. ადგილობრივების თქმით, ბავშვი თანატოლებთან ერთად თევზაობდა. ის მუხლებამდე წყალში იყო შესული, რა დროსაც მოულოდნელად მოვარდნილ ნაკადში გაუჩინარდა.

რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევა მოხდა გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში 12 წლის გოგონები დაიხრჩვნენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]