weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

GEM fest-ზე ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

14:07 სამშაბათი, 08 აგვისტო 2017

სამართალდამცავებმა ზუგდიდის რაიონში, განმუხურსა და ანაკლიაში, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, GEM fest-ი იმართება, ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიაში დაკავებულია ირანის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ფ.ა., ხოლო განმუხურში 1995 წელს დაბადებული ბ.კ.. სამინისტრო განმუხურში დაკავებული პირის მოქალაქეობას არ მიუთითებს.

შს სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა ფ.ა.-ს დაკავების ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკის შემცველი 7 აბი და აბის ნატეხები, 1 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი და 2 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება. პოლიციამ ანაკლიაში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოიღო სხვადასხვა ფერის და დასახელების 51 აბი და აბის ნატეხები.

„დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ნარკოლოგიური შემოწმებისას, დაკავებულს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“,- აცხადებენ შსს-ში.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი 2 ფირფიტა 28 დანაყოფით, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბ.კ.-ს მარიხუანის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და „მდმა“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ორივე შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბოლო დღეებია შინაგან საქმეთა სამინისტრო განმუხურსა და ანაკლიაში ნარკოდანაშაულის გახსნის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. გუშინდელი განცხადებით, პოლიციამ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალქე დააკავა. ხოლო 5 აგვისტოს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის სულ ხუთი პირი ჰყავდათ დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ GEM fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 22 წლის გოგონა გადაიყვანეს, რომელიც გარდაიცვალა. საავადმყოფოში მოათავსეს კიდევ რამდენიმე ადამიანი. წინასწარი შეფასებით, ახალგაზრდები დაუდგენელი ფსიქოაქტიური სუბსტანციით ინტოქსიკაციის გამო გახდნენ ავად.

გოგონას გარდაცვალების შემდეგ GEM fest-ის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შესაბამის ორგანოებთან ერთად მაქსიმალურად ცდილობენ ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკი არ შევიდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]