weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კახეთში ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს

18:29 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017

კახეთში უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ორი მეწარმე სუბიექტი ამხილეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, თელავსა და ლაგოდეხში მდებარე მათი კუთვნილი აფთიაქებიდან, სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახდენდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ რეალიზაციის შედეგად ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით მედიკამენტები.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2017 წელს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს მასშტაბით ათზე მეტი ობიექტი გამოავლინა, სადაც სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია ხდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]