weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

13 აგვისტოს გურიაში "გომისმთობა 2017" გაიმართება

20:57 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017

13 აგვისტოს გურიის კურორტ გომისმთაზე "გომისმთობა 2017" გაიმართება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დაგეგმილა კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

"გომისმთობა 2017" 11:00 საათზე მინი ფეხბურთით დაიწყება. 12:00 საათზე დოღი, 12:30 საათზე კი ჭიდაობა გაიმართება. 13:00 საათზე "გომისმთობის" მონაწილეები ერთმანეთს ბაგირის გადაძალვაში შეეჯიბრებიან. 14:30 საათზე დაგეგმილია ფრენბურთი.

კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მიიღებენ მონაწლეობას, 15:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობენ: ქორეოგრაფიული ანსამბლი "ზენაარი", ეთნო ფოლკ-ჯგუფი "მხედრები", ფოლკლორული ანსამბლი "შემოქმედი" და "თეატრალური კვარტეტი".

"გომისმთობა" ტრადიციულად აგვისტოში იმართება და მისი მიზანი კურორტის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

გომისმთა ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან 12-15 კილომეტრით, ხოლო შავი ზღვიდან 60 კილომეტრით არის დაშორებული. კურორტი გურია-აჭარის ქედის შემადგენლობაში შედის და ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრზე მდებარეობს. გომისმთა გარშემორტყუმულია წიწვოვანი ტყითა და წყაროებით. მთაზე თოვლი რვა თვის განმავლობაში არ დნება. გომისმთასთან ახლოს, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს ჭინჭაოს ტბა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]