ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული უტა სამუშია გაათავისუფლეს

09:25 - 11 აგვისტო 2017 hits 156

რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის წალენჯიხის რაიონში დაკავებული უჩა სამუშია გათავისუფლებულია. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 აგვისტოს, სოფელ პალურში, მდინარე ენგურთან მაშინ დააკავეს, როდესაც თევზაობდა.

ოკუპანტების მიერ დაკავებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიას მკვიდრი თენგიზ მიქავა, რომელიც ამ დრომდე გალის ე.წ. იზოლატორში რჩება. სოფელ ტყაიაში ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელის ედემ კეკუტიას ცნობით, რუსმა სამხედროებმა თენგიზ მიქავა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიიდან გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2009-2015 წლებში საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 2 481 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან 1 641 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 840 პირი კი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისთვის.  

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com