weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ყაზბეგში კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ

14:35 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

12 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ყაზბეგში, ადგილობრივ საავადმყოფოში, გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.

ყაზბეგის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ: კარდიოლოგის კონსულტაცია, ჩაიტარონ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოსკოპული კვლევები და ლაბორატორიული ტესტები (გლუკოზის და ლიპიდების განსაზღვრა).

გამგეობის ინფორმაციით, სოფელ გორისციხიდან ყაზბეგამდე მდებარე სოფლების მცხოვრებლების ტრანსპორტირებას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ ყაზბეგის გამგეობას ტელეფონის ნომერზე: 555 29 30 70

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]