weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„თიანეთობა“ 12 აგვისტოს გაიმართება

14:53 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

სახალხო დღესასწაული „თიანეთობის“ აღნიშვნა 12 აგვისტოს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნით დაიწყება. თიანეთის გამგეობის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთს სავარაუდოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ესტუმრება.

10:00 საათზე საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

კულტურული და სპორტული ღონისძიებები 14:00 საათიდან დაიწყება. დაგეგმილია ფშავ-ხევსურული საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა; თიანელი სახალხო მთქმელის ივლიტა შავერდაშვილის წიგნის „ლექსად მოსული სიცოცხლე“ პრეზენტაცია; მთის სამკურნალო მცენარეებისა და ხილისგან დამზადებული ჩაის გამოფენა-დეგუსტაცია; ხალხური რეწვის ნიმუშების, წიგნების, თიანეთის ნატურალური პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება დოღი, ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში და კონცერტი. დააჯილდოვებენ თიანეთის საპატიო მოქალაქეებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]