weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" დასრულდა

19:32 შაბათი, 12 აგვისტო 2017

ვაზიანის პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლებ "ღირსეული პარტნიორი 2017" დასრულდა. ფართომასშტაბიან წვრთნებში მონაწილეობდა ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა - საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. "ძალა პარტნიორობაშია" წვრთნების მთავარი გზავნილი იყო.

საერთაშორისო სწავლების დასრულება ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა. დასკვნით ღონისძიებაზე წვრთნების მონაწილე სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა.

"ამ პარტნიორობის მიზანი არის გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრასთან, მის დამონებასთან, უფლებების წართმევასთან, ამ პარტნიორობის მიზანი არის სხვათა თავისუფლების სამსახური და ამიტომ არის ეს პარტნიორობა ღირსეული. ამ პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დასკვნითი ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოებით დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "ღირსეული პარტნიორი 2017" სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას ემსახურებოდა.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" 30 ივლისს გაიხსნა. წვრთნებს საქართველომ წელს მესამედ უმასპინძლა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]