ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

ამბროლაურში სამ სოფელთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტილია

15:31 - 13 აგვისტო 2017 hits 193
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

მთიდან ქვა-ღორღისა და კლდოვანი მასის ნაშალის ჩამოსვლის გამო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლუხუნის ხეობის სამ სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტილია. როგორც "რეგინფოს" გამგებლის მოადგილემ, ნიკოლოზ კენჭაძემ უთხრა, ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია სოფლების - ლიხეთის, ურავისა და აბარის მიმართულებით.

"ეს მონაკვეთი ყოველთვის პრობლემურია და მისი გაწმენდა მუდმივად ხდება. ამჯერად სიცხის გამო მთის ქანები გამოშრა და გუშინ გზის სავალ ნაწილზე ჩამოსვლა დაიწყო. დაახლოებით ოთხი საათია ქვა-ღორღი ინტენსიურად ჩამოდის. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და მობილიზებულია საჭირო ტექნიკა, მაგრამ ქვათაცვენის გამო გზის გაწმენდა შეჩერებულია. დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, გზაზე ავტომობილების გადაადგილება აკრძალული გვაქვს", - განაცხადა ნიკოლოზ კენჭაძემ.

გზის პრობლემური მონაკვეთი ცენტრალური ავტომაგისტრალიდან სამ კილომეტრშია. ნიკოლოზ კენჭაძის თქმით, მუშაობენ გეგმაზე, რომ ადგილობრივები და დამსვენებლები სოფლებს დააკავშირონ.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com