ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

სვანეთში ბანგურიანის მთაზე ტყე იწვის

15:53 - 13 აგვისტო 2017 hits 207

მესტიის მუნიციპალიტეტში, ბანგურიანის მთაზე ტყე იწვის. გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ხანძრის ჩაქრობას შინაგან საქმეთა სამინისტროს შვეულმფრენით ეცდებიან, რომელიც, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, თბილისიდან მესტიისკენ უკვე მიფრინავს.

მესტიაში გამგებლის წარმომადგენელმა ჯეირან ჯაფარიძემ "რეგინფოს" უთხრა, რომ ბანგურიანის კალთაზე ცეცხლი დაახლოებით ორი საათის წინ შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო სამსახურს შეატყობინეს. მისივე თქმით, ხანძრის ადგილას სახანძრო მანქანების მისვლა შეუძლებელია.

ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com