აგვისტო 19, 2017
weather cur airplane horoscope tv

კახეთის გზატკეცილზე ავარიის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა, ოთხი დაშავდა

17:27 - 13 აგვისტო 2017 hits 816

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები - რიგითი შ.ლ. და კაპრალი ი.ბ. დაიღუპნენ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც არამიანცის, ინგოროყვას და ამტელის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროები დათხოვნაში იმყოფებოდნენ და არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით ავტომანქანა ცენტრალური გზიდან სათადარიგო გზაზე გადავიდა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ხეებს შეეჯახა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აწარმოებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს უსამძიმრებს.

Reginfo

„რეგინფო“ ახალი ამბების დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც შეიქმნა კახეთის საინფორმაციო ცენტრის (ick.ge) ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com