weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლაგოდეხში პროფესიული სასწავლებელი შემოდგომაზე გაიხსნება

12:41 ორშაბათი, 14 აგვისტო 2017

2017 წლის შემოდგომაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის „აისის“ ფილიალი გაიხსნება. ამჟამად პროფესიული სასწავლებლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სასწავლო კორპუსის განახლების შემდეგ დაგეგმილია სტუდენტების საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციაც.

„აისის“-ის ინფორმაციით, ლაგოდეხის ფილიალში პროფესიულ პროგრამებზე სწავლა ნოემბრიდან დაიწყება. ამ ეტაპზე ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც სასწავლო პროგრამების ზუსტი ჩამონათვალი გახდება ცნობილი.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 25 სექტემბერს დაიწყება და 8 ოქტომბერს დასრულება. პროფესიულ კოლეჯში განათლების მიღებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

საზოგადოებრივი კოლეჯ „აისის“ მთავარი კომპლექსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარეობს. ფილიალები კი გახსნილია ახმეტის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. კოლეჯში პროფესიული სწავლება ხორციელდება 30-ზე მეტ პროგრამაზე ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მევენახეობა-მეღვინეობა, ჯანდაცვა, ხელოვნება, ინჟინერია, მეფუტკრეობა, ვეტერინარია, ბიზნესის ადმინისტრირება, კულინარია და სხვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]