weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ამბროლაურის მიმართულებით ავიარეისები კვირაში 4-ჯერ შესრულდება

14:15 ორშაბათი, 14 აგვისტო 2017

ნატახტარის აეროპორტიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზარდა და კვირაში ოთხჯერ - სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულებისთვის 50 ლარია, 12 წლამდე ბავშვებისთვის - 35 ლარი, ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა.

ნატახტარის აეროპორტიდან ამბროლაურის აეროპორტის მიმართულებით აღნიშნულ დღეებში ფრენა 14:30 საათზე განხორციელდება, ხოლო ამბროლაურიდან ნატახტარში დასაბრუნებელი რესისი 16:00 საათზეა დანიშნული. ფრენის ხანგრძლივობა 30 წუთია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალი აეროპორტი და სამგზავრო ტერმინალი მიმდინარე წლის 14 იანვარს გაიხსნა. ივლისის ბოლომდე აეროპორტი 802 მგზავრს მოემსახურა.

ამბროლაურის აეროპორტს აქვს 1 100 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია ტერმინალის გაფართოება და დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]