weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

9-10 სექტემბერს თბილისში ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი გაიმართება

22:28 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი 9-10 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა.

ფორუმზე მიწვეულნი არიან: ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები; საერთაშორისო ორგანიზაციები; სახელმწიფო ორგანიზაციები; ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.

სამუშაო ფორმატი მოიცავს პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება „ღია სივრცის" მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ მსურველს.

ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას. განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2017 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.

განაცხადის ელექტრონული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე

თითო ორგანიზაციიდან შესაძლებელია დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. ასევე, ფორუმზე დაიშვებიან მხოლოდ დარეგისტრირებული მონაწილეები.

ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი გაიმართება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია"-ს მესამე პავილიონი.

ფორუმზე მიწვეული იქნებიან მხოლოდ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა სიაც იქნება მოცემული ამავე ბლოგის გვერდზე "მონაწილეთა სია". საბოლოო სია გამოქვეყნდება 2017 წლის 8 სექტემბერს.

განაცხადის ელექტრონული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]