weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

44 შეკვრა ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით გარდაბანში ერთი პირი დააკავეს

22:43 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის რაიონში, ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში სამართალდამცავებმა 1991 წელს დაბადებული ფ.გ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 44 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნარკოტიკული საშუალება სახლში არ იყო და ის პოლიციელებმა ჩადეს.

ბოლო დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ექვსი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა.

15 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში ორი ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცავებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და მათ მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 4 შეკვრა ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე 15 აგისტოს, 294 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ე.წ. „ბიოს" უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ერთი პირი ქალაქ რუსთავში.

14 აგვისტოს, სოფელ ფონიჭალაში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ დაკავებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 4 შეკვრა ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

12 აგვისტოს, ფონიჭალაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ორი ძმა დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]