weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

Gem fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

17:59 ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმა“-ს (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM FEST“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

რამდენიმე დღის წინ ფესტივალზე დასაქმებულმა ახლგაზრდებმა აქცია გამართეს და ადმინისტრაციისგან კუთვნილი ხელფასების გადახდა მოითხოვეს. მანამდე, 10 აგვისტოს GEM fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ერთთვიანი მუსიკალური ფესტივალი ფინანსურად წარმატებული არ გამოდგა.

ცნობისთვის, GEM fest 2017-ის მონაწილე არტისტებისთვის ჰონორარის გადასახდელად შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ სახელმწიფოსგან დაახლოებით 2 მილიონი ლარი მიიღო.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]