weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

შსს-მ აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე მოახდინა რეაგირება

20:24 ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, რომლის საფუძველზეც აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევა დასჯადი გახდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 35 გამოძახება დაფიქსირდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 4 სამართალდამრღვევს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაფრთხილება მისცეს, დანარჩენ შემთხვევებში - რეაგირების ოქმი შეადგინეს, 2 შეტყობინების ინიციატორი კი შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს არ შეხვდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ დადგინდეს აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტი, საპატრულო ეკიპაჟს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შევიდეს შესაბამისი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსოებში და განაშენიანების ტერიტორიებზე.

შსს–ს განცხადებით, ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები სიახლეა, სამართალდარღვევის ჩადენის პირველ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, საპატრულო ეკიპაჟი დამრღვევ პირს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ნაცვლად, სიტყვიერ შენიშვნას აძლევს. პოლიციელები ასევე აფრთხილებენ დამრღვევ პირს, რომ მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღის (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისთვის.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით დგინდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]