weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვადაგასული სურსათის გაყიდვის გამო Wendy's 500 ლარით დააჯარიმეს

12:23 პარასკევი, 18 აგვისტო 2017

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათის გაყიდვის გამო თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ამერიკული რესტორანი „ვენდისი“ 500 ლარით დააჯარიმა. „ვენდისში“ შეძენილი ბურგერით მოწამვლის თაობაზე მომხმარებელმა ნიკოლოზ გაბედავამ სააგენტოს 1-ელ აგვისტოს მიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული პასუხი გაბედავამ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.  წერილის თანახმად, სააგენტოს ინსპექტორებმა „ვენდისი“ 7 აგვისტოს შეამოწმეს.

"სწრაფი კვების ობიექტის შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით", - აღნიშნულია წერილში.

სურსათის ეროვნული სააგანტოს განცხადებით, ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„ვენდისი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც აშშ-სა და 27 სხვა ქვეყანაში 6 500-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს. „ვენდისის“ პირველი რესტორანი თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2013 წელს გაიხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]