weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თელავის ბაზარში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო ხორცის სექცია დაიხურა

16:09 პარასკევი, 18 აგვისტო 2017

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის აგრარულ ბაზარში კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ ტემპერატურის რეჟიმის და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოავლინა. სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოო პროცესი ხორცის სექციას შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა.

არაგეგმიური შემოწმება კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა გუშინ ჩაატარეს. მთავარი ინსპექტორის ნანა ახალმოსულიშვილის თქმით, შემოწმების დროს ბაზრის ტერიტორიაზე ძაღლები და კატებიც დააფიქსირეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის რეკომენდაციით მიმართა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ისინი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]