weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქციას აანონსებს

13:48 კვირა, 20 აგვისტო 2017

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებით, 21 აგვისტოდან საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია დაიწყება. პროფკავშირის ცნობით, რკინიგზის თანამშრომლები მზად არიან მოშიმშილე რვა ადამიანს შეუერთდნენ იმ შემთხვევაში, თუ მოშიმშილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

რკინიგზელები "საქართველოს რკინიგზიდან" გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას და "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიას და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვასილ ხორავას თანამდებობებიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

შიმშილობის აქცია საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან 15 აგვისტოს გურჯაანის რკინიგზის ორმა თანამშრომელმა დაიწყო. ისინი აცხადებდნენ, რომ ხელმძღვანელობამ მათ სამუშაო ადგილი შეთანხმების გარეშე შეუცვალა და კახეთიდან მარნეულში გადაიყვანა. მათივე თქმით, "საქართველოს რკინიგზას" მათთვის ტრანსპორტითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ შეუთავაზებია. მოშიმშილეების განცხადებით, შეცვლილ პირობებზე უარი თქვეს, რის შემდეგაც ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის ვიტალი გიორგაძის თქმით, ბოლო დღეებში აქციას რეგიონებიდან რამდენიმე ადამიანი შეუერთდა და უკვე რვა ადამიანი შიმშილობს. 

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ მოშიმშილეებიდან მხოლოდ ერთია რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომელი, დანარჩენები კი პროფკავშირების წარმომადგენლები არიან.

აღსანიშნავია, რომ შიმშილობის აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ. 15 აგვისტოს მათ მიერ შენობის წინ გაშლილი კარავი პოლიციამ აიღო. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აქციის მონაწილეებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის შესაძლებლობა, რითაც ხელი ეშლებათ შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზაციის პროცესში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]