weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სამეგრელოში ყველაზე დიდი ელარჯის მომზადებაში რეკორდს დაამყარებენ

20:21 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017

საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინფორმაციით, პირველად საქართველოში კულინარიული რეკორდი დამყარდება. 22 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში გიგანტური ზომის ელარჯს მოამზადებენ.

ელარჯის რეკორდი ყველის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს 16:00 საათიდან ელოდებიან.

"კულინარიული რეკორდების დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამა თუ იმ ეროვნული კერძის პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოში მსგავსი რეკორდი არასოდეს დამყარებულა", - აღნიშნეს საქართველოს რეკორდების ფედერაციაში.

ელარჯი - ღომში ჩაზელილი სულგუნი, ქართული კერძია, რომელსაც ტრადიციულად სამეგრელოში ამზადებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]